23, აპრილი 2019 17:07:00
ევროპის იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებით საზღვაო აკადემიაში შეხვედრა გაიმართა, სადაც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს დაავადების პრევენციისა და იმუნიზაციის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საინფორმაციო სახის შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციებთან ყოველდღიურად მიმდინარეობს.